Golive პროექტის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Golive პროექტის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მაიჯიპიესი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
კომპანია MyGPS აცხადებს ვაკანსიას Golive პროექტის ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

Golive-ში ჩართული ავტომობილების ავზების აკლიბრაცია (ავზის მონაცემების თანხვედრა გრაფიკთან);

1. Golive-ში ჩართული ავტომობილების ავზების აკლიბრაცია (ავზის მონაცემების თანხვედრა გრაფიკთან)
2. ავტომანქანის ტიპების მიხედვით საწვავის მოდულის დიფერენციაცია (საწვავის ცვლილების ავტომატური დეტექტირების სისტემა)
3. ავტომობილის განკუთვნილი ბარათების ასახვა პროგრამაში;
4. პრობლემატური ტრანზაქციის ანალიზი კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე
5. საწვავის გრაფიკზე ნაჩვენები საწვავის ვარდნის მიზეზის გამოკვლევა
6. რთულად დასამონტაჟებელ და პრობლემატურ მანქანებზე ინსტალაციის დროს საწვავის მონაცემების შემოწმება. საწვავის შესახებ სწორი/რეალური ინფორმაციის ასახვის მიზნით
7. კლიენტებთან კონსულტაცია და სატანადო ახსნა-განმარტებების მიცემა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
8. დაბლოკილი მომხმარებლების გააქტიურება და მათთვის პაროლის განბლოკვა კლიენტის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად
9. გათიშული ავტომანქანების გამოკვლევა და მათი გათიშვის მიზეზის დადგენა
10. Golive სისტემის მონიტორინგი და შეცდომების და პრობლემების გამოვლენა და გადაწყვეტა
11. არსებული სერვისის გაუმჯობესება და კლიენტების მოთხოვნების დადგენა; არსებული სერვისის დამატებითი შესაძლებლობების დადგენა და სამუშაო ჯგუფისათვის შეთავაზება
12. კლიენტებთან პრეზენტაციების ჩატარება და ტექნიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა. ყოველ კვარტალურად არსებული მომხმარებლების კმაყოფილების დადგენა და მათთან ვიზიტების განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უცილებელი ცოდნა:

** საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტი;
** ბიზნესს კომუნიკაციები;
** მომსახურების სტანდარტები.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** MS Office (MS Word, Excel, power point, internet, outlook, MS SQL Server, Hyper terminal)
** ინგლისური/რუსული

პიროვნული თვისებები:

** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროექტის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: jobs@mygps.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე