საკონსულტაციო საქმიანობა NDC-ის მიმოხილვის მოსამზადებლად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკონსულტაციო საქმიანობა NDC-ის მიმოხილვის მოსამზადებლად
მომწოდებელი: GIZ
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 29 მაი
თანდართული ფაილი: 141767-giz-tender.zip
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ საკონსულტაციო საქმიანობა NDC-ის მიმოხილვის მოსამზადებლად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 29.05.2017 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ-ს 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

** სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
** ტენდერის დასახელება : "საკონსულტაციო საქმიანობა NDC-ის მიმოხილვის მოსამზადებლად."
** წარწერა "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში

ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 12.9213.5-004.00
და აგრეთვე ნომერი 83258325

და დანომრეთ კონვერტები (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა: ქალბატონ ეთერ კონჯარიას - Eteri.konjaria@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 5.06.2017 -სთვის.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე