სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: გეა
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
ფარმაცევტული კომპანია "გეა" აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიაზე.

სამუშაო დატვირთვა:

დადგენილი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00 -19.00 სთ - მდე, ხოლო ორგანიზაციული საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაო გრაფიკში ცვლილებების შეტანა.

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა 6
ტელ: 2370736/2384766/2371332

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა;
** რუსული ენის კარგი ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება პედიატრიის და ნევროლოგიის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

კონკურსის პირობები და ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად, რის შემდეგაც შეირჩევა სასურველი კანდიდატი.

** ეტაპი - CV-ის განხილვა;
** ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
** ეტაპი - ზეპირი გასაუბრება;

მუშაობის დაწყება მოხდება 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება), ელექტრონული ფოსტის მისამართი: tabesadze@gea.ge

ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე