გრანტების კონკურსი ქვემო რაჭის მოსახლეობისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრანტების კონკურსი ქვემო რაჭის მოსახლეობისთვის
მომწოდებელი: ასოციაცია ზეკარი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 10 მაი
თანდართული ფაილი: 139278-wwf-app.zip
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის - "საქართველოში უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით" ფარგლებში, ასოციაცია ზეკარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცახის, ნამანევის, ნიკორწმინდის, ღადიშის თემებისთვის აცხადებს გრანტების კონკურსს.

გრანტების კონკურსი ქვემო რაჭის მოსახლეობისთვის

მომწოდებელი: ასოციაცია ზეკარი
გამოქვეყნების თარიღი: 19 აპრილი, 2017 წელი

საგრანტო პროგრამის მიზანი:

** ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარების და მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების/გაფართოების სტიმულირება.
** რაჭის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა რელევანტური ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ ეკონომიკური საქმიანობის უფლების მქონე მცირე სამეწარმეო სუბიექტ(ებ)ს. შესაძლებელია ორი ან მეტი სუბიექტის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით გაერთიანება. მათი როლი, პასუხისმგებლობები და სარგებელი ცალსახად გამიჯნული უნდა იყოს საკონკურსო განაცხადში.

თანხის მაქსიმალური ოდენობა ერთი სუბიექტისთვის: 6500 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10 მაისი (18:00 საათი).

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად zekari1111@gmail.com ან ასოციაცია ზეკარის ოფისში: ქ.ამბროლაური, აღმაშენებლის ქ #18. საკონტაქტო პირი - გოჩა კობახიძე 593583364

პროექტის განაცხადის შევსება ხდება აპლიკაციის ფორმის მიხედვით (იხ. დანართი).

განაცხადებს განიხილავს საგრანტო კომისია.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე