ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვაში - ბათუმი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვაში - ბათუმი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 2 მარ / განახლდა: 4 მარ / ბოლო ვადა: 2 აპრ
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ქ. ბათუმში, ტრენინგს "ადამიანური რესურსების მართვა".

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის გავლის შემდეგ ადამიანს შეექმნება ნათელი წარმოდგენა ადამიანური რესურსების სწორი და ეფექტური მართვის შესახებ. გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკას როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბაზარზე და შეეძლებათ განასხვაონ მართვის სტილი როგორც სხვადასხვა კომპანიებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში.

ვისთვისაა განკუთვნილი ტრეინინგი: ადამიანური რესურსების მართვის ტრეინინგი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და არ აქვთ თეორიული ცოდნა ამ მიმართულებით და ასევე მათთვის ვისაც აინტერესებს ეს სფერო და გეგმავს ამ მიმართულებით განვითარებას.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

ტრეინინგის თემატიკა:

** შესავალი ადამიანური რესურსების მართვაში. ზოგადი მიმოხილვა
** ადმინისტრირება ადამიანური რესურსების მართვაში
** კადრების მოძიება და შერჩევა (რეკრუიტმენტი)
** ტრეინინგები, სწავლება და განვითარება
** მოტივაცია
** კომპენსაცია და სარგებელი (ბენეფიტები)
** შეფასების სისტემა და შესრულების მართვა
** შემაჯამებელი ტრეინინგი: რა ვისწავლეთ და როგორ გამოვიყენებთ მას პრაქტიკაში

ტრენერი: ნინო მესაბლიშვილი, ჰილტონ ბათუმის HR დირექტორი.

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ტრენინგის დასაწყისი: 1 მაისი
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი
ჩატარების დრო: 19:00-22:00

ტრენინგის საფასური და გადახდის წესი
ტრენინგის ღირებულება 450 ლარი.
საფასურის გადახდა უნდა მოხდეს დაწყებამდე არაუგვიანეს 3 კალენდარული დღით ადრე

რეგისტრაციის პირობები:

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია
მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე