|
აჭარა ჯგუფი ლიდერი ქართული ბრენდების შემქმნელი კომპანიაა, რომელიც სტუმარმასპინძლობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. აჭარა ჯგუფის ინოვაციურ, ინკლუზიურ და ეკოლოგიურად მდგრად პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. სასტუმროების, მრავალფუნქციური სივრცეების, რესტორნების, ბარების, სამეწარმეო, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების შექმნისა და განვითარებისთვის აჭარა ჯგუფმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და საქართველო საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მონიშნა. 2010 წლიდან, აჭარა ჯუფი Holiday Inn-ის საერთაშორისო ფრანჩიზის წარმომადგენელიც არის. კომპანიაში დასაქმებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. აჭარა ჯგუფი UN Global Compact-ის შეთანხმების წევრი და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია. ასევე, პარტნიორობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზიებთან როგორებიც არიან: USAID, EBRD, FAO, etc. აჭარა ჯგუფმა შექმნა განსაკუთრებული სტანდარტი სტუმარ-მასპინძლობაში, რომელსაც კომპანია განსაკუთრებულად უფრთხილდება და მის გაუმჯობესაზე არ იშურებს ძალისხმევას. 10 წელზე მეტია, რაც კომპანია საქართველოში კულტურის და სახელოვნებო სფეროს განვითარების მხარდამჭერია.
|