|
დასახელება:
მოლარე-ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ბელ მეზონი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
|
მულტიბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბუღალტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სალაროს ოპერაციების განხორციელება მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება, პროგრამაში ასახვა და კონტროლი;
** დღის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** გაყიდვებთან და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება;
** ყოველდღიურ და ყოველთვიურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
** პერიოდული ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** კომპანიაში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან, ბუღალტერიის, გაყიდვებისა და შესყიდვების დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და ფინანსური დისციპლინის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ORIS; FINA).
პირობები:
** ანაზღაურება: 2500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-19:00 სთ, 1-საათიანი შესვენებით
** სამედიცინო დაზღვევა
დამატებითი ინფორმაცია:
** მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
** ვებგვერდი: http://www.bellemaison.ge
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
|
|
|
|