Робота для біженців з України
საქმეთა მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთა მმართველი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მმართველის (პრარაბი) პოზიციაზე.

სფერო: მშენებლობა, რემონტი
მისამართი: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი.
** მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია.
** სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი პროექტის შესაბამისად.
** სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის მიღება, დასაწყობება და რაციონალური ხარჯვის კონტროლი.
** უსაფრთხოების წესების (შრომის უსაფრთხოება) მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა ობიექტზე.
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მშენებლობის ან ინჟინერიის მიმართულებით (სასურველია).
** პრარაბის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა.
** გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
** გრძელვადიან თანამშრომლობას სტაბილურ კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: cv@smotors.ge სათაურის ველში მიუთითეთ "საქმეთა მწარმოებელი (პრარაბი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე