Робота для біженців з України
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: CoobX Georgia
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"CoobX Georgia" საერთაშორისო ტექნოლოგიური ჯგუფის ნაწილია და Google-ის გაყიდვების ოფიციალური პარტნიორია. ჩვენ ვქმნით სარეკლამო პროდუქტების ერთიან ეკოსისტემას, ვაერთიანებთ ციფრული ბაზრის მოთამაშეებს და ვეხმარებით კომპანიებს სარეკლამო პროცესების ეფექტურ მართვასა და ოპტიმიზაციაში.

"CoobX Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N34.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1000 - 1500 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა;
** შემოსავლების რეპორტის მომზადებაში მონაწილეობა;
** კომპანიის დებიტორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფინანსური ნაწილის შემოწმება;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტის ყოველთვიური განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - info.ge@coobx.net და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე