|
დასახელება:
ტექნიკური დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
ოლპრინტჯი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
|
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" უკვე მრავალი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს დამკვეთებს მრავალპროფილურ მომსახურებას - უმაღლეს ხარისხით.
ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი გუნდია, რომელიც დაუღალავი შრომით ქმნის ხარისხიან პროდუქციას და ინარჩუნებს უამრავ ლოიალურად განწყობილ მომხმარებელს.
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა (ბანერები, ფლაერები და ა.შ)
** გაყიდვების მენეჯერებთან კომუნიკაცია პროექტის და მისი დამკვეთის მოთხოვნებში გასარკვევად
** საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია დამკვეთთან და დიზაინის შექმნა მოთხოვნის შესაბამისად.
კომპეტენციები: გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop; Adobe illustrator; CorelDRAW; Canva.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მეხუთე შესახვევი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით კომპეტენციის ფარგლებში.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე (მიუთითეთ პოზიციის დასახელება) hr.allprint@gmail.com
ვაკანსია აქტიურია 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით
|
|
|
|