Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოლპრინტჯი
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" უკვე მრავალი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს დამკვეთებს მრავალპროფილურ მომსახურებას - უმაღლეს ხარისხით.

ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი გუნდია, რომელიც დაუღალავი შრომით ქმნის ხარისხიან პროდუქციას და ინარჩუნებს უამრავ ლოიალურად განწყობილ მომხმარებელს გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგი სამუშაო პირობებით:

მოვალეობები:

** აქტიური კომუნიკაცია კომპანიის არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან.
** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა.
** აქტიური მოლაპარაკებების წარმოება შეკვეთილ პროდუქციაზე.
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი დამკვეთთან შეთანხმებული ვადების, დიზაინის, ხარისხის შემოწმების მიზნით.
** პროექტის დათქმულ ვადებში უხარვეზოდ შესრულებისათვის, ყველა საჭირო რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, სრული სიზუსტით ინფორმაციის გადაცემა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით.
** საერთო ანგარიშის მომზადება, წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის შესრულებული სამუშაოს ირგვლივ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსნ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან მარკეტინგის მიმართულებით სასურველია.
** ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი.
** საოფისე პროგრამების ფლობა.

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ადგილი: დიდი ლილო ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** ანაზღაურება: შედგება ფიქსირებული და ბონუსური ნაწილისაგან

ვაკანსიით დაინტერესების მსურველებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: hr.allprint@gmail.com არაუგვიანეს 2026 24 სექტემბრისა.

გაცნობებთ რომ კომპანია "ოლპრინტჯი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ ვაკანტური პოზიციის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე