|
დასახელება:
სამშენებლო ინჟინერი/სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
დუბექსი
|
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
"დუბექსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო ინჟინერი/სტაჟიორი.
მოვალეობები:
** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროექტების, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაში დახმარება;
** პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
** შესასრულებელი/ შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვა და აღრიცხვა;
** საჭირო სამშენებლო მასალების რაოდენობების განსაზღვრა და შესაბამისი მოთხოვნების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციის/ ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების ზედამხედველობა და ანგარიშის მომზადება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან;
** სამუშაოების დროულად და პროექტით განსაზღვრული ხარისხით დასრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის გუნდთან და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** MS Excel-ისა და MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო და საინჟინრო ნახაზების წაკითხვის უნარი;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილ;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განიხილება მუდმივ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@dubex.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|