კომპანია "კროკოშოპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: "კროკოშოპი" არის მზარდი ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანსა და სწრაფ ლოჯისტიკურ მომსახურებას სთავაზობს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო
ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ტრანსპორტირება: კომპანიის ტრანსპორტი
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღება, გადატანა და განთავსება;
** პროდუქციის შეკვეთების მიხედვით აგროვება და მომზადება;
** პროდუქციის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა;
** საწყობში პროდუქციის სწორად და მოწესრიგებულად განთავსება;
** ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში მონაწილეობა;
** საწყობის ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილების არქონის შემთხვევაში კანდიდატსაც განვიხილავთ.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** 1200 ლარის ანაზღაურებას;
** კომპანიის ტრანსპორტირებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: join@crocoshop.ge ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე (032 2 80 02 02) და დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი — ჩვენი მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ.
|