Робота для біженців з України
IT სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

კომპანია "ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის, ინტერნეტის, Wi-Fi-ისა და ლოკალური ქსელის გამართული მუშაობა.
** ახალი ტექნიკის ინსტალაცია და კონფიგურაცია.
** დაზიანებული მოწყობილობების შეკეთება ან სერვისთან კოორდინაცია.
** ქსელის უსაფრთხოების კონტროლი.
** VPN-ისა და დისტანციური წვდომის გამართვა.
** სერვერები და მონაცემები:
** მონაცემების რეგულარული Backup.
** სერვერების მონიტორინგი.
** მონაცემების აღდგენა ავარიის შემთხვევაში.
** კიბერუსაფრთხოება:
** ანტივირუსების მართვა.
** მომხმარებელთა უფლებების კონტროლი.
** პაროლების პოლიტიკის დანერგვა.
** ფიშინგისა და სხვა საფრთხეების პრევენცია.
** პროგრამული უზრუნველყოფა:
** Windows-ისა და სხვა პროგრამების ინსტალაცია.
** ERP/ბუღალტრული პროგრამების მხარდაჭერა.
** ლიცენზიების კონტროლი.
** ვიდეოთვალთვალი და უსაფრთხოების სისტემები:
** კამერების, DVR/NVR-ის კონტროლი.
** წვდომის კონტროლის სისტემების მხარდაჭერა.

ანაზღაურება: 1300-დან 1800 ლარამდე გამოცდილების მიხედვით
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით.

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვწერეთ ან გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან სამუშაო საათებში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 90 45 85

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე