"1740 Boutique Hotel" ეძებს მზარეულს!
ლოკაცია: სტეფანწმინდა, ყაზბეგი
ვეძებთ გამოცდილ მზარეულს თანამედროვე, ფიუჟენ სტილის სამზარეულოში სამუშაოდ.
მენიუ შედგება დაახლოებით 15-18 კერძისგან (დესერტების ჩათვლით). რესტორანი გათვლილია 50 სტუმარზე. მნიშვნელოვანია გემოსთან ერთად პრეზენტაციის დაცვაც და სისუფთავის მაღალი სტანდარტი.
მოვალეობები:
** ძირითადი მენიუს მომზადება
** დესერტების მომზადება
** პროდუქტების მიღება/შენახვის კონტროლი
** სამზარეულოში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
მოთხოვნები:
** გამოცდილება თანამედროვე სამზარეულოში მზარეული უნივერსალის პოზიციაზე
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** გუნდთან მუშაობის უნარი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 12 საათი
** ანაზღაურება: 3000 (პასუხისმგებლობისა და სამუშაოს რეალური შედეგის მიხედვით, ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება)
** საცხოვრებელი უზრუნველყოფილია
ასევე განიხილება ცალკე საუზმისა და ცალკე ვახშმის მზარეულის პოზიციები შესაბამისი ანაზღაურებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, სათაურში პოზიციის მითითებით: Info@1740.ge
ტელ: +995 591 626 222.
|