Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ოფისის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებასთან და მომხმარებლებთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი გაყიდვების ოფისის შეუფერხებელ, გამართულ და მაღალი სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებას.

ძირითადი მოვალეობები:

1. ოფისის მართვა და წესრიგი:

** საოფისე გარემოში წესრიგისა და კომფორტის შენარჩუნება.
** საოფისე ტექნიკის მუშაობის კონტროლი და ხარვეზების აღმოფხვრა.
** საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შევსება.

2. ასისტენტის მართვა და შეთავსება:

** ასისტენტის სამუშაო პროცესის კოორდინაცია.
** ასისტენტის დასვენების დღეს მისი ფუნქციების შეთავსება (სტუმრების მიღება და გამასპინძლება).

3. კომუნიკაცია და კოორდინაცია:

** შიდა დეპარტამენტებთან ოპერაციული საკითხების მოგვარება.
** საკურიერო მომსახურებასთან ურთიერთობა (ფოსტისა და ამანათების მიღება-გაგზავნა).
** მომწოდებლებსა და მომსახურე პერსონალთან (მაგ. დასუფთავება) კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე (ოფის მენეჯერი, ადმინისტრატორი) მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1-2 წელი (გაყიდვების ოფისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა).

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სადღესასწაულო პრემია;
** სტაბილური და მშვიდი სამუშაო გარემო.

სამუშაო განრიგი: 10:00-19:00 სთ. დღეგამოშვებით: 11:00-20:00 სთ

შერჩევის ეტაპები:

1. აპლიკაციების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

რეზიუმეების მიღების ვადა: 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით

გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@alliance.ge-ზე. სათაურში მიუთითეთ: ოფის მენეჯერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე