სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განაკვეთი: სრული
არდი - ცხოვრების ჯერია!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სს "არდი დაზღვევის" back office - ზ. ანჯაფარიძის №1
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და უკუკავშირის მიწოდება.
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების, ინვოისის, ცვლილების მომზადება;
** ყველა საჭირო ინფორმაციის ბაზებში დროული ასახვა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების განხრით).
** სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი).
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2)
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შემდეგი ბმულის დახმარებით https://ardi.selfrecruit.ge/6027e877-3b9d-4475-aedf-dd94b47c842b
|