Робота для біженців з України
ავეჯის ამწყობი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის ამწყობი
მომწოდებელი: ავეჯის მაღაზია
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
ავეჯის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელსაც აქვს მზა, ჩამოტანილი ავეჯის აწყობის პრაქტიკული გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში ავეჯის კოდების მიხედვით მოძიება და შეკვეთის მომზადება;
** ავეჯის მომხმარებლის მისამართზე მიტანა და აწყობა;
** საჭიროების შემთხვევაში ავეჯის შოურუმში აწყობა და განთავსება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება — აუცილებელია;
** ავეჯის აწყობის ტექნიკისა და შესაბამისი ხელსაწყოების ცოდნა;
** სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი; (ასევე ბონუსები)
** დასვენება: კვირაში 1 დღე;
** საწყობის მდებარეობა: დიდი დიღომი;
** კანდიდატის საბოლოო შერჩევა მოხდება გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე 599966600.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე