სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე აპარტ-სასტუმროთა ქსელში.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე 12 საათიან ცვლაში, მომდევნო 5 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1600 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** აპარტამენტებში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა
** მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
** ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
** ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა
** ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია
** არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერტიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|