Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - კასპი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
სამშენებლო მასალების სადისტრიბუციო კომპანია ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული და ახალი კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** კლიენტების შეკვეთების მიღება, გაფორმება და კონტროლი;
** შეკვეთების კოორდინაცია მომწოდებელთან, ლოჯისტიკასთან და კომპანიაში შესაბამის თანამშრომლებთან;
** პროდუქციის ასორტიმენტის, ფასებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;
** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა — შეკვეთიდან მიწოდებამდე;
** კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება.

სასურველი კანდიდატი:

** კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სურვილი;
** მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
** კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი: ქ. გორი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ხელფასს + გაყიდვებზე დამოკიდებულ ბონუსს;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

ლოკაცია: ქ. კასპი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გთხოვთ, სივი გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: infotradeco111@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე