Робота для біженців з України
ტენდერი დიაგნოსტიკური ულტრაბგერითი სისტემის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი დიაგნოსტიკური ულტრაბგერითი სისტემის შესყიდვაზე
მომწოდებელი: ასოციაცია სოციალური უფლებებისთვის
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
სატენდერო დოკუმენტაცია:

ტექნიკური დავალება (ტექნიკური სპეციფიკაცია)

დიაგნოსტიკური ულტრაბგერითი სისტემის (ულტრაბგერითი აპარატის) შესყიდვა

1. საქონლის საერთო დახასიათება და დანიშნულება:

წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულებისთვის შესასყიდი მაღალკლასის, კონსოლური ტიპის დიაგნოსტიკური ულტრაბგერითი სისტემის (შემდგომში — "საქონელი") მინიმალურ ტექნიკურ და საექსპლუატაციო მოთხოვნებს. ამ ეტაპზე საქონელი განკუთვნილია მუცლის ღრუსა და ღვიძლის დიაგნოსტიკური კვლევებისთვის, დოპლეროგრაფიისა და ელასტოგრაფიის ჩათვლით. სისტემას პარალელურად უნდა გააჩნდეს არქიტექტურული შესაძლებლობა, რომ მომავალში, ცალკე შესყიდვის/ლიცენზირების გზით, გააქტიურდეს დამატებითი კლინიკური მოდულები (მუხლი 3), აპარატურის ჩანაცვლების გარეშე.

პრეტენდენტმა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს საქონელი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აკმაყოფილებს ან აღემატება ქვემოთ, მუხლ 2-ში და მუხლ 6-ში მითითებულ მინიმალურ მოთხოვნებს. შესაბამისობის დადასტურება უნდა მოხდეს მწარმოებლის ოფიციალური ტექნიკური დოკუმენტაციის (მონაცემთა ფურცელი/სპეციფიკაცია) წარმოდგენით.

2. მინიმალური ტექნიკური სპეციფიკაცია:

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულმა საქონელმა უნდა დააკმაყოფილოს ცხრილში N1 მითითებული ყველა პარამეტრი. აღნიშნული მოთხოვნები წარმოადგენს მინიმალურ ზღვარს — შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური მაჩვენებლების ცხრილში მოცემულზე მეტობა (მაღალი კლასის ან დამატებითი ფუნქციონალის შეთავაზება) არ განიხილება შეუსაბამობად და პრეტენდენტის სასარგებლოდ შეფასდება.

მახასიათებლები:

1. პლატფორმის ტიპი- მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
სრულფასოვანი, კონსოლური (cart-based) ციფრული დიაგნოსტიკური ულტრაბგერითი სისტემა, არხზე დაფუძნებული (channel-data based) სიგნალის დამუშავების არქიტექტურით
2. ვიზუალიზაციის საბაზისო რეჟიმები-მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
B, M, PW დოპლერი, CW დოპლერი, ფერადი დოპლერი, ამპლიტუდური დოპლერი, კომბინირებული რეჟიმები და ქსოვილოვანი ჰარმონიკული ვიზუალიზაცია (THI) — მუცლის ღრუსა და ღვიძლის კვლევებისთვის
3. გადამწოდ (ებ)ი- მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
ერთკრისტალიანი (single-crystal) კონვექსური გადამწოდი, სიხშირის დიაპაზონი მინიმუმ 1-5 MHz, მუცლის ღრუს/ღვიძლის კვლევებისთვის 2. ხაზოვანი
4. პანორამული ვიზუალიზაცია-მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
გაფართოებული ხედვის (Panoramic/Extended View) ფუნქცია დიდი ზომის ორგანოთა (მათ შორის ღვიძლის) ერთიან გამოსახულებაში ასახვისთვის
5. კონტრასტული ვიზუალიზაცია (CEUS)- მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
მაღალი კონტრასტისა და დროითი გარჩევადობის კონტრასტული ვიზუალიზაციის ტექნოლოგია (Contrast Enhanced Ultrasound), ღვიძლის კვლევებისთვის (მათ შორის ფოკალური წარმონაქმნების დიფერენციული დიაგნოსტიკისა და პერფუზიის შეფასებისთვის)
6. ელასტოგრაფია - მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
დეფორმაციული (Strain) ელასტოგრაფია და ორგანზომილებიანი რაოდენობრივი Shear-Wave ელასტოგრაფია (2D-SWE), საიმედოობის რუკითა და მოძრაობის სტაბილურობის
7. სისხლის ნაკადის გაძლიერებული ვიზუალიზაცია (დოპლერი)- მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
დაბალი სიჩქარის მიკროსისხლძარღვოვანი ნაკადისა და მაღალგარჩევადობიანი (HR) სისხლის ნაკადის ვიზუალიზაციის ტექნოლოგია პორტალური/ღვიძლის ვენების შეფასებისთვის
8. ნემსის ვიზუალიზაციის გაძლიერება- მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
ღვიძლის ბიოფსია/ინტერვენციული პროცედურების დროს ნემსის ტრაექტორიის/წვერის ვიზუალიზაციის გაძლიერების ფუნქცია
9. ავტომატური გამოსახულების ოპტიმიზაცია და გაზომვები- მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
რეალურ დროში გამოსახულების ავტომატური დინამიური ოპტიმიზაცია და ავტომატური ტრეისინგის/გაზომვის/გამოთვლის ხელსაწყოები
10. მონიტორი- მინიმალური სავალდებულო მოთხოვნა:
სრულყოფილი HD გარჩევადობის დახრადი მონიტორი (მინიმუმ 21.5")

2.1. სამომავლო გაფართოების შესაძლებლობა (სავალდებულო არქიტექტურული მოთხოვნა)
შემოთავაზებულ საქონელს, მუხლ 2-ში მითითებული საბაზისო კონფიგურაციის მიღმა, უნდა გააჩნდეს ტექნიკური/პროგრამული შესაძლებლობა, რომ მომავალში, დამატებითი ლიცენზირების ან პროგრამული განახლების გზით (ჰარდვეარის ჩანაცვლების გარეშე), გააქტიურდეს მუხლ 3-ში ჩამოთვლილი დამატებითი კლინიკური მოდულები. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა დაადასტუროს ამ შესაძლებლობის არსებობა და წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რომელი დამატებითი მოდულების გააქტიურება იქნება შესაძლებელი შემდგომ ეტაპზე, არსებული აპარატურის ცვლილების გარეშე. ამ ეტაპზე დამატებითი მოდულების შესყიდვა/აქტივაცია არ ხდება და მათი ღირებულება არ შედის მიმდინარე შესყიდვის ფარგლებში.

3. სამომავლოდ დამატებადი კლინიკური მოდულები (ინფორმაციული/საორიენტაციო ჩამონათვალი)

ქვემოთ ჩამოთვლილი მოდულები არ წარმოადგენს მიმდინარე შესყიდვის სავალდებულო ნაწილს და არ ფასდება როგორც დღევანდელი კონფიგურაციის ნაწილი. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს, თავსებადია თუ არა შემოთავაზებული სისტემის არქიტექტურა ამ მოდულების მომავალში დამატებასთან, და, სასურველია, საორიენტაციო ფასი თითოეული მოდულისთვის ცალკე დანართის სახით — ეს განიხილება დამატებით (უპირატესობის) კრიტერიუმად შეფასების ეტაპზე.

კრიტერიუმი- აღწერა:

** მეანობა-გინეკოლოგიის მოდული- ავტომატური ბიომეტრიული გაზომვების პაკეტი, ნაყოფის სახის/ცენტრალური ნერვული სისტემის სტანდარტული პროექციების ავტომატური ინსტრუმენტი, ფოლიკულების 2D/3D ავტომატური აღრიცხვა, ნაყოფის გულისცემის ავტომატური განსაზღვრა, ინ ვიტრო ფერტილიზაციის (IVF) მხარდაჭერა
** კარდიოლოგიის მოდული- განდევნის ფრაქციის (EF) ავტომატური გამოთვლა, კუთხე-დამოუკიდებელი ქსოვილის თრექინგი მიოკარდიუმის მოძრაობის შესაფასებლად, სექტორული/კარდიოლოგიური გადამწოდის დამატება
** სისხლძარღვთა (ვასკულარული) მოდული- განდევნის ფრაქციის (EF) ავტომატური გამოთვლა, კუთხე-დამოუკიდებელი ქსოვილის თრექინგი მიოკარდიუმის მოძრაობის შესაფასებლად, სექტორული/კარდიოლოგიური გადამწოდის დამატება
** მცირე ორგანოების მოდული- ავტომატური ამოცნობისა და გაზომვის ხელსაწყოები ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, თეძოს სახსრის (ბავშვთა) და შარდის ბუშტისთვის
** 3D/4D ვიზუალიზაცია- რეალურ დროში 3D/4D ვიზუალიზაციისა და თავისუფალი ხელით (freehand) 3D მოცულობის აღების ფუნქციები
** დამატებითი საგარანტიო ვადა- 24 თვეზე მეტი საგარანტიო ვადის შეთავაზება

ოფიციალური წარმომადგენლობის მოთხოვნა:

პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს დოკუმენტური დასტური (ავტორიზაციის წერილი/დილერობის სერტიფიკატი/ხელშეკრულება მწარმოებელთან), რომელიც ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალურ წარმომადგენელს (დისტრიბუტორს/დილერს) საქართველოს ტერიტორიაზე.

1. დოკუმენტი უნდა იყოს გაცემული უშუალოდ მწარმოებლის (ან მისი რეგიონალური სათაო ოფისის) მიერ, კონკრეტული ტენდერის/შესყიდვის მითითებით ან წელიწადში მოქმედი გენერალური დილერობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით.
2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საქართველოში რეგისტრირებული სერვის-ცენტრი ან ავტორიზებული სერვისული პარტნიორი, რომელსაც შესწევს უნარი უზრუნველყოს საგარანტიო და საგარანტიო-შემდგომი მომსახურება ადგილზე.
3. უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს, რომელსაც გააჩნია დადასტურებული გამოცდილება ანალოგიური კლასის სამედიცინო ტექნიკის მიწოდება-მომსახურებაში საქართველოს ბაზარზე ბოლო 3 წლის განმავლობაში.

საგარანტიო პირობები:

** მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონელზე მინიმუმ 24 (ოცდაოთხი) თვის ვადის მქონე ოფიციალური საგარანტიო მომსახურება, მიწოდების/მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.
** საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ხარვეზების/გაუმართაობის აღმოფხვრა, ცვეთადი ნაწილების (გარდა მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეული დაზიანებისა) და სათადარიგო ნაწილების უფასო ჩანაცვლება, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები.
** საგარანტიო მომსახურების ფარგლებში საწვრთელ სამუშაოზე გამოძახებას მიმწოდებელი უნდა უპასუხოს არაუგვიანეს 48 საათისა, ხოლო შეკეთება/მოწესრიგება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ ტექნიკის აღდგენა შეუძლებელია მითითებულ ვადაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დროებითი შემცვლელი აპარატის მიწოდება.
** პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო შემდგომი (პოსტ-გარანტიო) მომსახურების, სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების ხელმისაწვდომობის შესახებ არანაკლებ 7 წლის ვადით.
** ტრენინგ-მოდული და პერსონალის გადამზადება (სავალდებულო მოთხოვნა)

შემოთავაზებულ საქონელთან ერთად პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს სასწავლო/სუპერვიზიის მოდული, რომლის მიზანია პერსონალის მიერ კვლევის ჩატარება გამოცდილი სპეციალისტის ზედამხედველობის (სუპერვიზიის) პირობებში, პარალელურად ორ ეკრანზე გამოსახულების ერთდროული ჩვენებით. აღნიშნული მოთხოვნების რომელიმე პუნქტთან შეუსაბამობა იწვევს განაცხადის ტექნიკურ დისკვალიფიკაციას:

** მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ პერსონალის საწყისი, ადგილზე ჩატარებული ტრენინგი, სისტემის ექსპლუატაციასა და კლინიკურ პროტოკოლებში — არანაკლებ დამკვეთის მიერ განსაზღვრული პერსონალის რაოდენობისთვის.
** სუპერვიზიის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი და იმავე გამოსახულების/კვლევის პარალელურ ჩვენებას ორ დამოუკიდებელ ეკრანზე — ერთი ოპერატორისთვის (ადგილზე მოქმედი პერსონალი) და მეორე ზედამხედველისთვის (გამოცდილი სპეციალისტი, ადგილზე ან დისტანციურად) — რეალურ დროში კონსულტაციისა და ხელმძღვანელობის შესაძლებლობით.
** პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული, უფასო განახლებების შესაძლებლობა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
** წელიწადში მინიმუმ ერთხელ პერსონალის განმეორებითი/გამაახლებელი ტრენინგის უზრუნველყოფა საგარანტიო ვადის ფარგლებში.
ტრენინგ-მოდულის დეტალური აღწერა (ფორმატი, ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა, ადგილმდებარეობა) წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ცალკე დანართის სახით.

მიწოდება, მონტაჟი და გაშვება ექსპლუატაციაში:

** მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება, მონტაჟი, გამართვა და გაშვება ექსპლუატაციაში დამკვეთის მისამართზე, საკუთარი ხარჯებით.
** მიწოდებასთან ერთად უნდა წარმოდგინდეს სრული ტექნიკური და მომხმარებლის დოკუმენტაცია (მათ შორის ქართულ ან ინგლისურ ენაზე).
** საქონელი უნდა იყოს ახალი (მოხმარებაში არყოფილი), მიმდინარე მოდელური რიგისა, მწარმოებლის მიმდინარე გამოშვების.

შეფასების პრინციპი:

პრეტენდენტთა შეთავაზებები შეფასდება მუხლებში 2, 4, 5 და 6 მითითებული სავალდებულო მოთხოვნების სრული შესაბამისობის საფუძველზე. ამ მუხლების რომელიმე პუნქტთან შეუსაბამობა იწვევს განაცხადის ტექნიკურ დისკვალიფიკაციას. ტექნიკურად შესაბამის შეთავაზებებს შორის უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს, რომელიც უზრუნველყოფს მუხლ 3-ში ჩამოთვლილი დამატებითი კრიტერიუმების მაქსიმალურ რაოდენობას.

ელ. ფოსტა: tsintsadze@asr.org.ge / marinatsintsadze19@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე