Робота для біженців з України
სერვის-კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის-კოორდინატორი
მომწოდებელი: F1 - კომპიუტერული სერვისი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
აიტი სერვისების კომპანია "F1 - კომპიუტერული სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სერვის-კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანია 2008 წლიდან სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მხარდაჭერას.

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებთან პირველად კონტაქტს, შემოსული მოთხოვნების მართვასა და საოპერაციო პროცესების ეფექტურ კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები

შემოსული ნაკადების მართვა და კომუნიკაცია:

** შემოსულ სატელეფონო ზარებსა და ციფრულ საკომუნიკაციო არხებზე პირველადი, დროული და თავაზიანი რეაგირება;
** მომხმარებლის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება, კონსულტაციის გაწევა და მათთვის ოპტიმალური სერვისული გადაწყვეტილების შეთავაზება;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და კომპანიის მიმართ ლოიალობის ამაღლებაზე ზრუნვა.

დავალებების კოორდინაცია და მონიტორინგი:

** შემოსული მოთხოვნების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და შესაბამის ტექნიკურ სპეციალისტებზე გადანაწილება;
** მიმდინარე დავალებების სტატუსის მონიტორინგი და მომსახურების ვადების კონტროლი;
** მომხმარებლისთვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება.

კმაყოფილების კონტროლი და რეპორტინგი:

** მომხმარებლის უკუკავშირის მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოებისა და საოპერაციო მაჩვენებლების პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** კლიენტებთან ურთიერთობის, ქოლ-ცენტრში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული და დამარწმუნებელი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული სფეროს ზოგადი, საბაზისო ცოდნა;
** სხვადასხვა პროგრამულ/სამუშაო სისტემებთან ათვისებისა და მუშაობის უნარი.

პიროვნული და პროფესიული თვისებები

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი ორიენტაციისა და სტრესულ სიტუაციებში ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებლის დარწმუნებისა და პოზიტიური განწყობის შექმნის უნარი.

სამუშაო პირობები

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-16:00 (ორ კვირაში ერთხელ);
** ანაზღაურება: კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე: luka@f1.com.ge

გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV). სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვის-კოორდინატორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე