Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ალიანს ექსპერტი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
საპროექტო კომპანია შპს "ალიანს ექსპერტი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფასების მოძიება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება;
** გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა;
** დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** არქიტექტურული ან საინჟინრო პროექტიდან მასალების ამოკრეფა და განფასება
** ხარჯთაღრიცხვის ლოკალურ-რესურსული მეთოდით შედგენა (სატენდერო ფორმა, შესაძლებელია ადგილზე შესწავლა)
** მასალების ჩამოწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო სფერო, ფინანსები, ბიზნესის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Excel კარგად, Autocad საშუალო

უცხო ენები:

** რუსული კარგად
** ინგლისური საშუალო

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ჭაბუკიანის #2, სააკაძის მოედანთან
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ-დან დარჩენილი დრო კომბინირებული საქმიდან გამომდინარე
** ანაზღაურება: შესრულებული საქმიდან გამომდინარე 4000 ლარიდან ზემოთ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Allianceexpert91@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ხარჯთაღმრიცხველი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე