კომპანია "მობილია ბათუმი" — ავეჯის საწარმო, რომელიც სპეციალიზებულია ხარისხიანი და ინოვაციური ავეჯის წარმოებაში, აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ზუმფარის ხელოსნის პოზიციაზე.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს.
ადგილმდებარეობა: ბათუმი ჭოროხის ქ.17
ანაზღაურება: 2000 ლარი (გადასახადების გარეშე)
სამუშაო გრაფიკი: სრული (Full-time)
მოვალეობები:
** ავეჯის დეტალების ზედაპირის ხარისხიანი დამუშავება ზუმფარით (როგორც ხელით, ასევე შესაბამისი ხელსაწყოებით).
** ზედაპირის მომზადება შეღებვისთვის ან ლაქირებისთვის.
** დეფექტების გამოვლენა და გასწორება.
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება და ინსტრუმენტების მოვლა.
** ხარისხის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ენერგიულობა და ფიზიკური გამძლეობა — სამუშაო მოითხოვს აქტიურ მოძრაობას;
** დისციპლინა და პუნქტუალურობა;
** სწრაფად სწავლისა და მითითებების ზუსტად შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის პრინციპების პატივისცემა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
** მეგობრული სამუშაო გარემო.
** კვებით უზრუნველყოფა
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 591927100, info@mobilia.ge
|