"Marpro Logistics" არის საერთაშორისო სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანია, რომელსაც აქვს ოფისები აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში. კომპანია ჩართულია საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო და მულტიმოდალური ტრანსპორტით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტალმანის პოზიციაზე.
სამუშაოს მისამართი: ფოთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კონტეინერების მიღება/გაფორმება, დატვირთვა/გადმოტვირთვა;
** საბაჟო საბუთების მოწესრიგება;
** ტვირთების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება ტალმანის/ექსპედიტორის პოზიციაზე;
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის დამატებით ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი/რუსულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: uzeyir.yusifov@marprologistics.com ან hr@marprologistics.com.
გისურვებთ წარმატებებს!
|