Робота для біженців з України
მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი - ქარვასლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ევრო ბრენდი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.რუსთავი რუსთავი მოლის (შარტავას გამზირის და ქუჩა ლომოურის გადაკვეთაზე 1) ფილიალში.

ძირითადი მოთხოვნები:




** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;

** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** საშუალო/უმაღლესი განათლება;

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.



ფუნქციები და მოვალეობები:



** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;

** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ:



** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 700-750 ლარი; დამატებით საბონუსე სისტემა.

** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი




დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია: მაღაზიის "კონსულტანტი რუსთავი ფილიალში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 40 66 48 (სამუშაო საათებში)

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე