Food Lab by Loomba არის ჯანსაღი კვების კაფე, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ჯანსაღ და თანამედროვე გემოვნებაზე მორგებულ მენიუს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის პროდუქტი, სასიამოვნო გარემო და გამორჩეული მომსახურება. ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს.
რა იქნება შენი მოვალეობა?
** სტუმრების მეგობრული და პროფესიონალური მომსახურება;
** შეკვეთების მიღება და სალარო აპარატთან მუშაობა;
** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** მენიუში წარმოდგენილი სწრაფი სენდვიჩების შეკვეთის შესაბამისად მომზადება/დასრულება;
** პროდუქციის მოწესრიგებულად განთავსება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
ვის ვეძებთ?
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** გუნდურ გარემოში მუშაობისა და სწრაფი ტემპის შენარჩუნების უნარი;
** ქართული ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
რას გთავაზობთ?
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** ანაზღაურება: 1, 300 ლარი (Net);
** სამუშაო ადგილი: ვერა; აკაკი შანიძის 10
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხარისხიან მომსახურებაზე ხართ ორიენტირებული და გსურთ განვითარებად გუნდში მუშაობა, შემოგვიერთდი team@loombafoodlab.com
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები ლუმბას მიერ დამუშავდეს ვაკანსიის შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაკავშირებას შევძლებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|