Робота для біженців з України
კურიერი, საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი, საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვინგო ლოჯისტიკს
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია "ვინგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. კურიერი

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარი.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, ლ. ანდრონიკაშვილის ქ. №82.

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის კუთვნილი კომბოს ტიპის ავტომობილის მართვა.
** ამანათების ტრანსპორტირება და მომხმარებლებისთვის დროული მიწოდება.
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.

მოთხოვნები

** ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა.
** თბილისის ქუჩების ცოდნა და რუკის აპლიკაციების ეფექტურად გამოყენების უნარი.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკური გადაცემათა კოლოფი).

ჩვენ გთავაზობთ

** გამართულ სამუშაო პროცესს.
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** ულიმიტო სატელეფონო პაკეტს (სასაუბრო დრო + ინტერნეტი).

შერჩევის პროცესი

** სატელეფონო გასაუბრება.
** გასაუბრება კომპანიის ოფისში.

2. საწყობის თანამშრომელი (თბილისი, დიდი დიღომი)

ანაზღაურება: 1200 ლარი.

ძირითადი მოვალეობები

** ამანათების მიღება, დახარისხება და განაწილება.
** შეკვეთების მომზადება კურიერებისთვის.

მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.

ვთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს.
** ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს.
** პოზიციური განვითარების პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@wingo.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 20 30 06
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე