Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ზღვის უბანი, ავქსენტ ისააკიანის ქუჩა #1
განრიგი: 07:00-16:00 ან 12:00-21:00 (ცვლები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო პორტალზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გააქტიურება და კორექტირება
პროგრამაში სისტემური ფასდაკლებების ჩასმა;
** შეკვეთების დაჯგუფება, ლოკაციების მიხედვით განაწილება და ავტომანქანის დატვირთვისთვის გამზადება;
** ტრანსპორტთან და საწყობთან კოორდინებული მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** აუცილებელია R.S.GE მუშაობის გამოცდილება მინ. 6 თვე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;

თუ ფიქრობ რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ვიჯიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

ჩვენ გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე