Робота для біженців з України
სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპანია "ინფრაკონ"-ი მოღვაწეობს ინფრასტრუქტურულ სფეროში და აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს.

კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ახალგაზრდას, რომელსაც სურს პროექტების მართვის სფეროს პროფესიული შესწავლა.

ვაკანსია: სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერების ასისტენტია ყოველდღიურ საქმიანობაში.
** სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, კალენდრის წარმოება და ოქმების (Minutes of Meeting) მომზადება.
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და ფაილების მოწესრიგება.
** პროექტის მიმდინარეობის მცირე დავალებების შესრულების მონიტორინგი და სტატუსის განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი.
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.

სამუშაო პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი
** ბენეფიტი: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განიხილება მუდმივ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივა.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs.infracon@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სტაჟიორი პროექტების კოორდინატორად".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე