შპს "LINE MEDIA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია აწარმოებს საავტომობილო ზეთების, ავტოქიმიის და ავტოკოსმეტიკის იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გრიგორაშვილის 11
** ანაზღაურება: მაღალი- შეთანხმებით
** კორპორაციული დაზღვევა. პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია;
** პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების გუნდის დაკომპლექტება
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება (თვიური/წლიური გეგმის მიხედვით);
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** გაყიდვების პროგნოზირება და მიზნების დასახვა
** ფასების პოლიტიკის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯმენტისთვის ანგარიშგებების მომზადება (გაყიდვების მაჩვენებლები, ტენდენციები)
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა
** გაყიდვების გეგმებისა და KPI -ების შესრულების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 3-5 წლიანი გამოცდილება ავტოსფეროს გაყიდვებში, აქედან მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** 1C და MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მენეჯმენტი;
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: line.media.georgia@gmail.com
|