Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
მომწოდებელი: kcall.ge
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი (CSR)

** სამუშაოს განაკვეთი: სრული (ცვლაში მუშაობა) / ნახევარი განაკვეთი
** მდებარეობა: თბილისი
** გამოცდილება: არ მოითხოვება
** ანაზღაურება: 1200 ₾

"K•Call" — პირველი 24/7 აუთსორს კონტაქტ ცენტრი საქართველოში

ვინ ვართ ჩვენ?

"K•Call" არის საქართველოში პირველი 24/7 აუთსორს კონტაქტ ცენტრი, რომელიც თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან სხვადასხვა ინდუსტრიაში — ფინანსები, ავიაცია, ჯანდაცვა, რითეილი, ტექნოლოგიები და სხვა.

ჩვენ ვმართავთ მომხმარებელთან კომუნიკაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში:

** სატელეფონო ზარები
** ჩატი და სოციალური ქსელები
** ელფოსტა
** მრავალენოვანი მხარდაჭერა

აქ შენ არ იქნები უბრალოდ ოპერატორი — შენ იქნები ბრენდის ხმა მომხმარებელთან.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიების პროდუქტისა და მომსახურების შესწავლა
** შემოსული ზარების მიღება და კვალიფიციური კონსულტაციის მიწოდება
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება
** სოციალური ქსელებიდან შეტყობინებებისა და კომენტარების დამუშავება
** CRM სისტემაში მომხმარებელთა შემთხვევების დაფიქსირება
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მომსახურების შეთავაზება
** მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება

ენობრივი მოთხოვნა:

** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა — სავალდებულო
** ინგლისური ან/და რუსული ენის თავისუფლად ცოდნა — სავალდებულო
** დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

საჭირო ცოდნა და უნარები:

** პროფესიული და გამართული კომუნიკაცია
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა
** სწრაფი ადაპტაციის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 47
** 5 სამუშაო დღე კვირაში (ცვლებში, მათ შორის შაბათ-კვირა)
** 8 საათიანი ცვლა + 1 საათი შესვენება
** კვირაში 1 ღამის ცვლა

რას გაძლევს K•Call?

** პროფესიული განვითარების მუდმივი შესაძლებლობა
** საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა
** თანამედროვე სამუშაო გარემო
** გუნდური კულტურა, სადაც შენს აზრს მნიშვნელობა აქვს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა (Team Lead / QA / Project მიმართულებით)

მზად ხარ კარიერული ნაბიჯისთვის?

გამოაგზავნე CV: hr@kcall.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე