შპს "მაქსთერმ სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.149
გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე, დასვენების დღე ორშაბათი, კვირა - მოკლე სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
** შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით);
** გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
** მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება;
** შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება;
** ექსელში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge
ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.
ვაკანსიის განთავსების ვადა : 20.07.2025-დან 2 კვირის ვადით.
|