სსიპ კოლეჯი "ფაზისი" აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
კონკურსის ტიპი: ღია
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
დასაქმების ადგილი: ფოთი, კონსტიტუციის ქ. N54
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კოლეჯის ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის კონსულტაციების გაწევა კალენდარული გეგმების, უწყისებისა და შეფასების ინსტრუმენტების შედგენაში;
** საჭიროებისამებრ შეხვედრების განხორციელება კოლეჯის პროგრამის ხელმძღვანელებთან სასწავლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
** პროფესიულ სტუდენტთა გამოცხადების კონტროლი;
** პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ შევსებული სასწავლო/შემაჯამებელი უწყისების დროული ჩაბარების მონიტორინგი, მათი გადამოწმება და საქმისწარმოების წესების შესაბამისად შენახვა/არქივირება;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე გონივრულ ვადაში პასუხის გაცემა;
** საჭიროებისამებრ კოლეჯის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: სფეროს მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ენობრივი კომპეტენცია: სახელმწიფო (ქართული) ენის სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია: ადმინისტრაციულ დარგში მუშაობის გამოცდილება.
კომპიუტერული პროგრამების ფლობა:
** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel
** Microsoft Office Outlook
** Microsoft Office PowerPoint
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აზრის თავისუფლად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** შემოსული განაცხადების (CV/რეზიუმე) გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის შეტანის წესი:
** პროფესიული განვითარება: აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
** კავშირი კანდიდატებთან: დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა განაცხადიც სრულად შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს.
საბუთების მიღება: დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: college@phazisi.edu.ge და წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.
|