Робота для біженців з України
მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
შპს "ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე (საბაზო-საშუალო საფეხურზე).

სამუშაო საათები: 09:00-15:30 სთ

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სკოლაში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; სასურველია C1 დონე.
** შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების წარმართვა. (ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას; საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას; ისეთი ხერხების გამოყენებას რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას სხვადასხვა აქტივობებში).
** იცნობს არაფორმალური განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებას ზოგად საგანმანათლებლო სფეროში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე: info@gahsv.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მათემატიკის მასწავლებელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე