Робота для біженців з України
კატეგორიის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ქლინ ქლაბ
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"ქლინ ქლაბ" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის მიზანი

კომპანიის კატეგორიების პორტფელის სტრატეგიული განვითარება, ახალი პროდუქტების დანერგვა, გაყიდვების ზრდა, მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირების გაძლიერება.

ძირითადი მოვალეობები:

** სტრატეგია: კატეგორიის გეგმის შემუშავება და განხორციელება. გაყიდვების, მარჟისა და ბაზრის წილის ზრდაზე პასუხისმგებლობა.
** პროდუქტის პორტფელი: ასორტიმენტის ანალიზი, მწარმოებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება.
** ფასები და მარჟა: ფასების სტრატეგიის მართვა, პრომოაქტივობების დაგეგმვა, მომწოდებლებთან ფასისა და პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება.
** გაყიდვები: გაყიდვების გუნდთან ერთად კატეგორიის სტრატეგიის შემუშავება. B2B კლიენტებისთვის კომერციული წინადადებების მომზადება.
** ბაზრის ანალიზი: კონკურენტების მონიტორინგი, ტრენდების ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** ოპერაციები: მოთხოვნის პროგნოზირება, მარაგების მართვა და იმპორტის პროცესის კოორდინაცია.

მოთხოვნები:

** 1+ წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯმენტში. HoReCa სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** გამოცდილება მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში. თურქეთთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება.
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე და ზემოთ.
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** შედეგებზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა.

რას გთავაზობთ:

** 1500 ლარი ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი კატეგორიის შედეგების მიხედვით.
** პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო მწარმოებლებთან მუშაობის შესაძლებლობა.
** სწრაფი ზრდის შესაძლებლობა.

გამოგვიგზავნე CV: datokvlividze@gmail.com

ტელ +995 599 190801
სათაურში მიუთითე: "კატეგორიის მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე