Робота для біженців з України
ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ და ესპანურენოვანი ტურ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ და ესპანურენოვანი ტურ მენეჯერი
მომწოდებელი: Caucasus Holidays
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
ვინ ვართ:

"Caucasus Holidays" — ტრანსკავკასიული ტურისტული კომპანიაა, რომელიც ქმნის გამორჩეულ, მაღალი ხარისხის და პროფესიონალურად დაგეგმილ მოგზაურობის გამოცდილებებს საქართველოში და მთელ რეგიონში. ჩვენი მიზანია თითოეული სტუმრისთვის შევქმნათ მოგზაურობა, რომელიც მოლოდინს გადააჭარბებს.

დღეს ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და ამბიციურ ინგლისურენოვან, გერმანულენოვან, ფრანგულენოვან და ესპანურენოვან ტურ მენეჯერებს.

რას გააკეთებ:

** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა
** შეთავაზებებისა და პროგრამების მომზადება
** პარტნიორებთან კომუნიკაცია
** ჯავშნების მართვა
** მომხმარებელთან სრული პროცესის კოორდინაცია
** ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება

რას ვეძებთ:

** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** პოზიციის შესაბამისი ენის კარგი ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)
** ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** MS Office-ისა და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის უნარი
** მივლინებებისთვის მზაობა

რატომ ჩვენ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** ძლიერი საერთაშორისო გუნდი
** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსები
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** თანამედროვე სამუშაო გარემო
** მოგზაურობის ინდუსტრიაში რეალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა

როგორ უნდა განაცხადო:

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: contact@caucasusholidays.com

სათაურში (Subject) მიუთითეთ: ტურ მენეჯერი

გახდი გუნდის ნაწილი და შექმენი მოგზაურობები, რომლებიც ადამიანებს ემახსოვრებათ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე