|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი, აგრომაღაზიის ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 22 ივნისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მოლარე-კონსულტანტი
მოვალეობები:
** მომხმარებლის კონსულტაცია და მომსახურება
** სალარო ოპერაციების შესრულება
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება
** მებაღეობის სფეროს ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა
ვაკანსია განკუთვნილია 21 წლიდან ზემოთ კანდიდატებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს
** კომფორტულ ლოკაციას, დეზერტირების ბაზრის პირდაპირ
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ani@growlab.ge
2. აგრომაღაზიის ფილიალის მენეჯერი
ვაკანსიის აღწერა:
ვეძებთ გამოცდილ, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და მოტივირებულ კადრს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს მაღაზიის ეფექტურ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი
** გაყიდვების სტიმულირება და მომხმარებელთან გრძელვადიანი, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება
** მაღაზიაში მომუშავე პერსონალის კოორდინაცია
** ფინანსური ანგარიშსწორების სიზუსტის კონტროლი და სალარო ოპერაციების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია (არა აუცილებელი) აგრონომიული განათლება ან სფეროს ცოდნა (მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და ა.შ.)
** საოფისე და სასაქონლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება
** თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში ორიენტირებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრალურ ნაწილში
** მეგობრულ გარემოს
** ფიქსირებულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: ani@growlab.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 596 109222
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "აგრომაღაზიის მენეჯერი".
|
|