Робота для біженців з України
ტენდერი - ინვენტარიზაციის მომსახურება - თელავი, ყვარელი, ახმეტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - ინვენტარიზაციის მომსახურება
მომწოდებელი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის" ინვენტარიზაციის მომსახურება

ზოგადი ინფორმაცია

მდებარეობა: კახეთი - თელავი, ყვარელი, ახმეტა
მომსახურება კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინვენტარიზაციის მომსახურება ქალაქ თელავში, ახმეტაში და ყვარელში მდებარე ოფისებში.
დაწყების თარიღი 16 ივნისი, 2026
დასრულების თარიღი 31 ივლისი, 2026

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" 2019 წელს დაარსდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ორგანიზაცია 2008 წლიდან ოპერირებდა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - თელავი, ყვარელი და გურჯაანი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს სამხარეო განვითარების პროგრამა.

ცენტრის მისიაა - კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით.

ტექნიკური დავალების მიზანი: შეირჩეს კომპანია, რომელიც ჩაატარებს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინვენტარიზაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა, რომელიც შედგება მომწოდებლისა და დამკვეთის წარმომადგენლებისგან;
** ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაცია;
** ძირითადი საშუალებების დაშტრიხკოდება/მარკირება;
** IT ტექნიკის სერიული ნომრებით ასახვა;
** ძირითადი საშუალებების დასურათება;
** ძირითადი საშუალებების ბუღალტრულ ბაზასთან მეჩინგი;
** ძირითადი საშუალებების უნიკალური კოდების მიხედვით ჩაშლა;
** ინვენტარიზაციის აქტის მომზადება.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური წინადადება, რომელშიც მითითებული იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, ინვენტარიზაციის ჩატარების ვადები და ღირებულება დღგ-ს ჩათვლით.

შერჩეულ კომპანიას წვდომა ექნება აღნიშნული ინვენტარიზაციისთვის საჭირო ყველა შესაბამის დოკუმენტზე.

შერჩეულმა კომპანიამ ინვენტარიზაციის ჩატარების ფარგლებში დამუშავებული ყველა ტიპის ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას.

მეთოდოლოგია: ინვენტარიზაციის ჩატარების მეთოდოლოგია და ტექნიკა უნდა იყოს დადგენილი სტანდარტების შესაბამისი.

მოთხოვნები:

** კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება;
** კომპანიას უნდა გააჩნდეს ინვენტარიზაციის ჩატარების გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო გრანტები და ახორციელებენ სახელმწიფო სერვისებს;
** კომპანიას უნდა ჰქონდეს ქვეყანაში არსებული შესაბამისი კანონების, რეგულაციების და წესების კარგი ცოდნა.

ანგარიში:

** კომპანიამ ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი შემაჯამებელი ანგარიში/აქტი ქართულ ენაზე. აღნიშნული ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნას ინვენტარიზაციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

განაცხადი

დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე.

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge ან დალუქულ კონვერტში.

გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ინვენტარიზაციის მომსახურება", ისე კომპანიის სახელწოდება.

გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "ინვენტარიზაციის მომსახურება".

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 16 ივნისი, 2026 წ. 18:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, რუსთაველის გამზირი 81ა.
ა (ა)იპ "კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mariam_glakhoshvili@kadc.ge

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე