|
დასახელება:
პროფესიული განათლების მასწავლებელი - სარესტორნო მომსახურება
|
| მომწოდებელი:
მსოფლიო განათლების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"მსოფლიო განათლების აკადემია" აცხადებს მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სარესტორნო მომსახურების" მიმართულებით პროფესიული განათლების ძირითადი და მოწვეული მასწავლებლების პოზიციაზე.
ვაკანსიის დასახელება და რაოდენობა:
პოზიცია: პროფესიული განათლების მასწავლებელი (სარესტორნო მომსახურება).
შერჩეულ კანდიდატებს მოუწევთ შემდეგი მოდულების სწავლება:
** გაცნობითი პრაქტიკა - სარესტორნო მომსახურება
** სტუმარმასპინძლობის შესავალი
** ღონისძიებების ორგანიზება
** უსაფრთხოების მართვა
** მარკეტინგი და გაყიდვები
** პრობლემური სიტუაციების მართვა რესტორანში
** ფინანსური და საოპერაციო რესურსების მართვა
** კვების ობიექტების მართვა
** სერვისი და სერვირება
** მეწარმეობა
** ჰიგიენა და სანიტარული ნორმები
** ეთიკა და ეტიკეტი მომსახურების სფეროში
** გარემოსდაცვითი საფუძვლები
** ინგლისური ენა მომსახურების სფეროსთვის
** უცხოური ენა (ინგლისური)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ძირითადი პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების დიპლომი, რომელიც შეესაბამება პროგრამის მოდულებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებს (სასურველია სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მიმართულებით);
ან:
** სარესტორნო/სასტუმრო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც შეესაბამება გასავლელი მოდულების სპეციფიკას;
** უპირატესად ჩაითვლება სწავლების გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
მოწვეული პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: რელევანტური სამუშაო გამოცდილება და მოქმედი პრაქტიკოსი შესაბამის დარგში.
საერთო მოთხოვნები: საკანონმდებლო მასალები: პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
ტრანსფერული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ჯგუფის მართვისა და კონფლიქტების გადაჭრის უნარი;
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისას.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** ქართულენოვანი პერსონალური რეზიუმე (CV);
განაცხადის მიღების წესი და ვადები:
** ფორმა: ელექტრონული;
** ელ-ფოსტა: info@weaedu.ge (სათაურში მიუთითეთ: მოდულის/მოდულების დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი);
** მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივნისი;
** ადგილმდებარეობა: იმერეთი, ქ. ვანი;
აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიის შერჩევის მიზნებისთვის.
|
|
|
|