Робота для біженців з України
სტაჟიორი ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ტერაბანკის" თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის ფილიალებში ვეძებთ სტაჟიორს ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით.

მოდი ჩვენთან, თუ:

** გსურს კარიერის დაწყება და განვითარება საბანკო სფეროში;
** ხარ კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა;
** გაქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება (განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც);
** იცი საოფისე კომპიუტერული პროგრამები საბაზისო დონეზე.

სტაჟირების პერიოდში შენი მოვალეობა იქნება:

** საკრედიტო ექსპერტების სამუშაო პროცესზე დაკვირვება;
** მენტორთან ერთად ბიზნეს სესხების პროექტების დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა, დამტკიცება;
** მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად მუშაობა, კერძოდ: კლიენტების მოზიდვა, ჯვარედინი გაყიდვები, პროექტების დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა, სესხის გაცემა.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას მინიმიკროს ექსპერტის პოზიციაზე;
** ფიქსირებულ ხელფასს და ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვების შედეგების საფუძველზე;
** კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

სტაჟირების პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი;
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე;
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | სტაჟიორი მინიმიკრო ბიზნესის მიმართულებით.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.

"ტერაბანკმა" მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე