Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727775&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო პროგრამის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ეარვეის
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
"ჯორჯიან ეარვეის" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო პროგრამის ოპერატორის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან მომიჯნავე პროფილით;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** განხორციელებული ფრენების შესახებ ინფორმაციის შეყვანა საოპერაციო პროგრამაში, დამუშავება და ანალიზი;
** გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის შეყვანა საოპერაციო პროგრამაში, შემოწმება და ანალიზი;
** საინფორმაციო პორტალებიდან მონაცემების ჩამოტვირთვა და საოპერაციო პროგრამაში ასახვა;
** ნაფრენი საათების შეყვანა, შემოწმება, შესაბამის სამსახურებთან შედარება და ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: m.kurtsikidze@georgian-airways.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია