|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის პოზიტიური იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირებასა და გაძლიერებაში მონაწილეობა;
** შიდა და გარე საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** საინფორმაციო ტექსტების, სტატიებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
** სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის შინაარსის მომზადებაში მონაწილეობა;
** უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაცია საინფორმაციო მასალების მოსამზადებლად;
** ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მარკეტინგის, ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2026 წლის 08 ივლისის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|