|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში დიზაინერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. #9
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიის სოციალური ქსელების (შიდა/გარე) გვერდებისთვის ბანერების და მარტივი Gif ანიმაციების მომზადება;
** შიდა და გარე მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიების ვიზუალიზაცია;
** მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად საბეჭდი მასალის დიზაინის მომზადება და შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** გრაფიკული დიზაინის ბაკალავრი, ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
** Adobe Photoshop
** Adobe Illustrator
** Adobe Indesign
** Adobe After Effects
** Premierepro
** Corel Draw (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
** კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2026 წლის 08 ივლისის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|