|
დასახელება:
პოსტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში (ივლისი-სექტემბერი)
სამუშაო ლოკაცია - თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენელისთვის;
** პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების შესამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტსიმის ამოცვლა და ა.შ.) ;
** პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება;
მოთხოვნები:
** მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** საკუთარი სკუტერი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (აუცილებელი წესით სკუტერი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები);
** კლიენტების თავაზიანი მომსახურება
უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
სამუშაო პირობები:
** მომსახურების ხელშეკრულება ზაფხულის სეზონზე (2-3 თვე)
** სამუშაო საათები 10:00 საათიდან დავალებების შესრულების შესაბამისად, არაუმეტეს 19:00 საათისა, დასვენება კვირაში 1 დღე წინასწარი შეთანხმებული განრიგით.
** ანაზღაურების ფიქსირებული დიაპაზონი 2500-3000 ლარი
** უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;
** მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gcjobs@gc.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
|
|
|
|