Робота для біженців з України
ობიექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: კომბინატი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
კვების ობიექტების ქსელ "კომბინატი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დაარსდა 2015 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა ჯანსაღი და სწრაფი კვების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** აღწერების სრულფასოვნად ჩატარების კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საწარმოო პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** უფასო კვება;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0V6hfkY
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე