Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727707&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ორგანიზაციის ვებ-გვერდის შექმნაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ორგანიზაციის ვებ-გვერდის შექმნაზე
მომწოდებელი: ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
თანდართული ფაილი: 727707_danarti_2449113.zip
ააიპ "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ვებ-გვერდის (https://www.nala.ge/) შექმნაზე და ასევე

BPP საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის პორტალი (ჩაშენებული პროექტების შეფასების მოდულით)

შესყიდვის ობიექტი - შემდეგი ვებ-გვერდის და მასში ჩაშენებული პორტალის შექმნა.

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ტექნიკური დავალება და სხვა დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1).

მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

"პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ვებ-პროექტების ან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
2. პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) სრულ განაკვეთზე დასაქმებული სპეციალისტი (დეველოპერი/პროგრამისტი). წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია.
3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში შესრულებული ან მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი, პროექტის მოკლე აღწერით და დამკვეთის მითითებით (არსებობის შემთხვევაში).
4. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მოქმედი ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც განთავსებული იქნება ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც დაადასტურებს კომპანიის რეგისტრაციას და უფლებამოსილ საქმიანობას. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ცნობა, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის, გაკოტრების ან გადახდისუუნარობის პროცედურა.
6. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს PHP, JavaScript და Symfony Framework-ის გამოყენებით პროგრამული პროდუქტების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება, რაც დადასტურებული უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტებით.
7. უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტებს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციების ან მსხვილი კორპორაციული მომხმარებლებისთვის ვებ-პორტალებისა და საინფორმაციო სისტემების შექმნის გამოცდილება.

ტენდერში გამარჯვებულმა აპლიკანტმა, BPP საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის პორტალი (ჩაშენებული პროექტების შეფასების მოდულით)-ზე მუშაობა უნდა დაასრულოს და წარუდგინოს დამკვეთს, არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრისა, ხოლო ორგანიზაციის ვებ-გვერდის https://www.nala.ge/-ს დასრულება და დამკვეთისთვის გადაცემის უნდა მოხდეს, არაუგვიანეს 2026 წლის 22 დეკემბრისა.

აპლიკანტებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის, 15 ივნისის 18:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: tenders@nala.ge

დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

საკონტაქტო პირი:

ირაკლი ანდღულაძე
ტელ: 577 45 95 96
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია