Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727699&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეცილისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეცილისტი
მომწოდებელი: Onex Georgia
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეცილისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში "ONEX" ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება ჩვენს მომხმარებელს ყველა შესაბამისი საკითხის მოგვარებაში. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა შეკითხვების და მოთხოვნებზე ეფექტური და დროული პასუხების გაცემა ზარის, ელექტრონული ფოსტის და ჩატის მეშვეობით
** მომხმარებელთა პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

მოთხოვნები:

** პრობლემების გადაჭრის და კომუნიკაციის უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიული და პოზიტიური დამოკიდებულება
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამები)
** ქართული და ინგლისურის ცოდან მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა - სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
** ფიქსირებული ანაზღაურებას + ბონუსი
** Fitpass
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: HR@onex.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია