Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727675&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება/საოპერაციო ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/საოპერაციო ბუღალტერი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
კომპანია Loyal Partners აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საოპერაციო ბუღალტრის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

Loyal Partners არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე.

სტაჟირების პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №36ა
სტაჟირების გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე
სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი
პერსპექტივა: წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში - დასაქმება

ძირითადი სტაჟირების პროცესი:

** საბანკო ოპერაციების გატარება
** შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციების რეგისტრაცია;
** საბაზისო საბუღალტრო გადამზადების სისტემაში ჩართულობა;
** პარტნიორ კომპანიებთან მომსახურებისა და კომუნიკაციის პროცესების შესწავლა.

პიროვნული უნარები:

** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური უნარები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის ან მოწინავე მომხმარებლის დონეზე;
** ACCA-ის სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: support@loyalpartners.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია