Робота для біженців з України
სტერილიზაციის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტერილიზაციის ექთანი
მომწოდებელი: ეუ-დენტი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ეუ დენტი" აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე.

სტომატოლოგიური კლინიკა "ეუ დენტი" ეძებს თანამშრომელს სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, დავით სარაჯიშვილის ქუჩა N17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 15:00-დან 21:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის წმენდა, დეზინფექცია, ინსპექტირება და სტერილიზაცია;
** სტერილიზაციის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ჟურნალების წარმოება;
** სტერილიზაციისა და წინასასტერილიზაციო დამუშავების ჟურნალების შევსება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის წარდგენა;
** ულტრაბგერითი აპარატის მუშაობის კონტროლი, წყლისა და სხვა სითხეების სისუფთავისა და შეცვლის ინტერვალების მონიტორინგი;
** სამუშაო დღის ბოლოს ჟურნალების "სტერილიზატორების მუშაობის კონტროლი" და "წინასასტერილიზაციო დამუშავების ხარისხის აღრიცხვა" შევსება;
** ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტების დაცვა;
** სტერილიზაციის ოთახის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება საექთნო საქმეში ჩაითვლება უპირატესობად;;
** სტერილიზაციის პროცესებში მუშაობის გამოცდილება;
** ინფექციების კონტროლისა და სტერილიზაციის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კლინიკაში მუშაობის გამოცდილებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: magda.berikashvili@eu.edu.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტერილიზაციის ექთანი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე